სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება   
 სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება  

სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება    

1. სტაციონარული პლატფორმის (ხელოვნური კუნძული, დანადგარი ან ნაგებობა, რომელიც დამაგრებულია ზღვის ფსკერზე რესურსების დაზვერვის ან ათვისების, ან სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის) მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სტაციონარულ პლატფორმაზე მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რომელიც საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხოებას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

2. სტაციონარულ პლატფორმაზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი განადგურება ან დაზიანება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

3. სტაციონარული პლატფორმის განადგურება ან დაზიანება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.

სერვისები