საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა
საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა

საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა

საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება

არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბება, ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

 

სერვისები