პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება
პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება

1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ.

2. სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს (არა უმეტეს ერთი წლით) ან შეამციროს გამოსაცდელი ვადა.

3. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

4. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო.

5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

სერვისები