სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა
სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა

სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა

1. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ენიშნება სამხედრო მოსამსახურეს ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე სხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოს ნაცვლად.

2. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით.

3. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არა უმეტეს ოცი პროცენტისა. ამ სასჯელის მოხდის დროს არ შეიძლება მსჯავრდებულის დაწინაურება თანამდებობაზე, მისთვის სამხედრო წოდების მომატება. სასჯელის ვადა მას არ ჩაეთვლება ნამსახურობის ვადაში მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად.

სერვისები