სამკვიდრო მოწმობა
სამკვიდრო მოწმობა

 ცნება

1. მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.

2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა.

 

სამკვიდრო მოწმობის გაცემის ვადა

სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

 

თანხმობა სამკვიდრო მოწმობაში შეტანაზე მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. თანხმობა გაცხადებულ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე.

 

სამკვიდრო მოწმობის მიცემა მემკვიდრის მემკვიდრეებისათვის თუ მემკვიდრე, რომელიც მოწვეული იყო სამკვიდროს მისაღებად, გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ ვერ მოასწრო მისი მიღება დადგენილ ვადაში, მაშინ მის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიიღონ სამკვიდრო მოწმობა ქონებაზე, რომელიც დარჩა თავდაპირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ.

 

სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე

სერვისები