კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ
კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

 მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.

მტკიცების ტვირთი მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ.

ვალის გადახდის დაკისრება მემკვიდრისათვის მოანდერძეს შეუძლია მთელი ვალის ან მისი ნაწილის გადახდა დააკისროს ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს.

სამკვიდროს გახსნის შესახებ კრედიტორებისათვის შეტყობინების ვალდებულება მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.

კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვადა 1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. 2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. 3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება 1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადები.

შესრულების ვადის გადადება თუ მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოთხოვნის შესრულების ვადამდე იყო წარდგენილი, მაშინ მემკვიდრეს უფლება აქვს გადადოს შესრულება ვადის დადგომამდე. ვადის დადგომიდან კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში.

მამკვიდრებლის კრედიტორების უპირატესობა მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

კრედიტორის მიერ სამკვიდროს მიღების შედეგები თუ მამკვიდრებელმა ქონება თავის კრედიტორს უანდერძა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორის მოთხოვნის უფლების გაქვითვად.

 კრედიტორთა დაკმაყოფილების წესი კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სერვისები