სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა
სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა

სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა

1. მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია.

2. თუ მემკვიდრე ქმედუუნაროა, შეზღუდულქმედუნარიანია ან მხარდაჭერის მიმღებია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით.

 

უარი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისას მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.

 

უარის თქმის უფლების გადასვლა მემკვიდრეობით

1. სამკვიდროზე უარის თქმის უფლება გადადის მემკვიდრეობით. 2. თუ მემკვიდრე გარდაიცვლება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის დადგენილი ვადის გასვლამდე, მაშინ ეს ვადა არ დასრულდება იმ დროის გასვლამდე, რაც დარჩა მემკვიდრის შემდეგ. 3. გარდაცვლილი მემკვიდრის რამდენიმე მემკვიდრიდან თითოეულს შეუძლია უარი თქვას მხოლოდ მის სამკვიდრო წილზე.

 

სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით შესაძლებელია, თუ დავალებაში (მინდობილობაში) სპეციალურად არის გათვალისწინებული უფლებამოსილება უარის თქმის შესახებ.

 

სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

 

სამკვიდროს მიღების სამართლებრივი შედეგების დადგომის დრო სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

სერვისები