ანდერძის აღსრულება
ანდერძის აღსრულება

 ანდერძის აღსრულების სუბიექტები ანდერძში მითითების არარსებობის შემთხვევაში მისი აღსრულება ევალებათ ანდერძით მემკვიდრეებს. მათ შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით ანდერძის აღსრულება მიანდონ ერთ-ერთ მემკვიდრეს ან სხვა პირს.

ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა საანდერძო განკარგულებათა ზუსტად შესრულების მიზნით მოანდერძეს შეუძლია ანდერძით დანიშნოს ანდერძის ერთი ან რამდენიმე აღმსრულებელი როგორც ანდერძით მემკვიდრეთა წრიდან, ისე სხვა პირიც, რომელიც მემკვიდრე არ არის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ანდერძის აღმსრულებლის თანხმობა, რაც მან უნდა გამოხატოს წარწერით თვით ანდერძზე ან მასზე დართულ განცხადებაში.

უარი ანდერძის აღსრულებაზე ანდერძის აღმსრულებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას მოანდერძის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, რის შესახებაც წინასწარ უნდა გააფრთხილოს ანდერძით მემკვიდრეები.

 ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა მესამე პირის მიერ მოანდერძეს შეუძლია ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა დაავალოს მესამე პირს, რომელმაც სამკვიდროს გახსნისას დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს ანდერძის აღმსრულებელი და შეატყობინოს ამის შესახებ მემკვიდრეებს. მას შეუძლია უარი თქვას ამ დავალების შესრულებაზე, რაზედაც ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მემკვიდრეებს.

ანდერძის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ ანდერძის აღმსრულებელს შეიძლება დაეკისროს ანდერძის მთლიანად ან მისი ცალკეული განკარგულებების აღსრულება.

სამკვიდროს დაცვა და მართვა ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა სამკვიდროს გახსნის მომენტიდანვე შეუდგეს სამკვიდროს დაცვასა და მართვას; ის უფლებამოსილია შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია ანდერძის აღსრულებისათვის. ამ უფლებამოსილების ფარგლებში მემკვიდრეები კარგავენ სამკვიდროს მართვის უფლებას.

სამკვიდროს დაცვა და მართვა რამდენიმე აღმსრულებლის მიერ თუ ანდერძის აღმსრულებელი რამდენიმეა, ერთპიროვნული მოქმედება დაიშვება მხოლოდ სამკვიდროს დაცვის მიზნით, სხვა შემთხვევებში საჭიროა მათ შორის შეთანხმება.

სერვისები