მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერა
მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერა

მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ცნებები

1. არასრულწლოვან ბავშვს, რომელიც მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

2. მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები.

3. მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

მეურვეობა მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც 7 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია.

მზრუნველობა

1. მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე. მზრუნველობა წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.

2. შესაბამისად გამოიყენება მე-16 მუხლი.

მხარდაჭერა მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

სერვისები