საოჯახო სამართალი,მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივი ურთიერთობები
საოჯახო სამართალი,მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივი ურთიერთობები

საქორწინო ხელშეკრულება

1. მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.

2. საქორწინო ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე უნდა დაიდოს, თუ ერთ-ერთი მეუღლე მაინც მხარდაჭერის მიმღებია. საქორწინო ხელშეკრულების დადების პროცესში აუცილებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აგრეთვე მხარდამჭერის ჩაბმა იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

3. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების შესრულებისას მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობების განხორციელებაზე ზედამხედველობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

4. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულება იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს მის ქონებრივ უფლებებს, ვიდრე ეს განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

5. თუ საქორწინო ხელშეკრულება მხარდამჭერსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის იდება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღებს მისი დადების პროცესში დროებით მხარდამჭერად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს უნიშნავს.

 

საქორწინო ხელშეკრულების დადება

1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს.

2. საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან.

 

ხელშეკრულების ფორმა საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით.

 

საქორწინო ხელშეკრულების დადება

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს ქორწინების რეგისტრაციამდე შეუძლია დადოს საქორწინო ხელშეკრულება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

 

საქორწინო ხელშეკრულების შინაარსი

1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე.

2. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი.

3. მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.

 

საოჯახო ხარჯების გაწევის წესი მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას.

სერვისები