საოჯახო სამართალი, ქორწინება
საოჯახო სამართალი, ქორწინება

  ქორწინების ცნება

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

 

დაქორწინების პირობები

დაქორწინებისათვის აუცილებელია: ა) საქორწინო ასაკი; ბ) დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

 

 საქორწინო ასაკი
1. ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან.

2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. 

 

 დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. ნიშნობა

1. დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) არ წარმოშობს შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას.

2. ნიშნობა არ არის სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი.

3. ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ.

 

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი 1. დაქორწინება არ დაიშვება: ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; ბ) პირდაპირ აღმა
ვალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ", „გ", „დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება მაშინაც, როცა ნათესაური ურთიერთობა მოიშალა გაშვილების შედეგად.

სერვისები