ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)

  ცნება

ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფორმა

1. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.

2. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს: ა ) მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს; ბ ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ; გ ) მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს; დ ) მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს; ე ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს; ვ ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს; ზ ) საქმიანობის ხანგრძლივობას; თ ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.

შესატანის შეტანის ვალდებულება

1. მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად.

2. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.

3. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.

მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა

1. წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას.

2. ხელშეკრულების დანარჩენ მონაწილეებს აქვთ მესამე პირისათვის გადასაცემი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

სერვისები