პირადი ფასიანი ქაღალდები
 პირადი ფასიანი ქაღალდები

 პირადი ფასიანი ქაღალდები ცნება

1. განსაზღვრული პირის სახელზე შედგენილი დოკუმენტი შეიძლება გაიცეს იმ პირობით, რომ მოვალეს დაეკისრება გადახდა მხოლოდ ამ პირის დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ.

2. თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დოკუმენტში მოცემული უფლება გადაიცემა ამ უფლებისათვის დადგენილი წესების მიხედვით.

3. თუ დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებულია, მაშინ იგი განსაკუთრებული წარმოების გზით ძალადაკარგულად გამოცხადდება, თუკი სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს წესი არ მოქმედებს მცირე ღირებულების მქონე დოკუმენტების დაკარგვისას.

მითითება დაპირებულ გადახდაზე თუ განსაზღვრულ სახელზე გამოწერილი დოკუმენტი შეიცავს მითითებას, რომ დაპირებული გადახდა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ წარმომდგენზე, მაშინ ნებისმიერი გარიგება მოვალესა და დოკუმენტის მფლობელს შორის, მათ შორის, გადახდაც, ნამდვილია, თუკი მოვალე არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

სერვისები