საორდერო ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი ვალდებულება
 საორდერო ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი ვალდებულება

 საორდერო ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი ვალდებულება

ცნება 1. სავალო დოკუმენტი, რომლითაც ემიტენტი დოკუმენტის წარდგენისას გადახდას ჰპირდება დასახელებულ პირს, შეიძლება გაიცეს საორდერო ფასიანი ქაღალდის სახით. 2. ხელმოწერა შეიძლება ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.

უფლებათა გადაცემა. ინდოსამენტის სახეები

1. დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება გადაცემულ იქნეს ინდოსამენტითა და დოკუმენტის გადაცემით.

2. ინდოსამენტი კეთდება დოკუმენტზე ან მის დანართზე. დაშვებულია ტექნიკური საშუალების გამოყენება.

3. ინდოსამენტი არ საჭიროებს ინდოსატარის აღნიშვნას და შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ხელმოწერისაგან (ბლანკეტური ინდოსამენტი). ბლანკეტური ინდოსამენტი შეიძლება შეავსოს უფლებამოსილმა მფლობელმა თავისი ან სხვისი სახელით, გასცეს დოკუმენტი შეუვსებლად ანდა თავად მოახდინოს მისი შემდგომი ინდოსირება განსაზღვრულ პირზე.

ინდოსირებით შეძენილი დოკუმენტის გამოყენების წესი

თუ საორდერო სავალო დოკუმენტი შეძენილია ინდოსამენტის საფუძველზე, მაშინ შესაბამისად გამოიყენება 914-ე მუხლი.

გადახდა თანამიმდევრული ინდოსამენტების არსებობისას

1. თანამიმდევრული ინდოსამენტების მეშვეობით დადასტურებული საორდერო ფასიანი ქაღალდის მფლობელს შეუძლია ხელმოწერილი დოკუმენტის ჩაბარების სანაცვლოდ მოითხოვოს გადახდა დაპირების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლებამოსილება არა აქვს.

2. გადახდა არაუფლებამოსილი პირისათვის, რომელმაც თავისი უფლება დაადასტურა თანამიმდევრული ინდოსამენტების მეშვეობით, ათავისუფლებს მოვალეს, თუ იგი არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

3. მოვალე, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა ინდოსატარის წინაშე, ხდება მისთვის გადაცემული დოკუმენტის მესაკუთრე.

წერილობით გარანტირებული მოთხოვნები თუ საორდერო ფასიან ქაღალდებში წერილობით არის გარანტირებული არა მარტო მცირე ღირებულების მოთხოვნები, შესაბამისად გამოიყენება საწარმდგენლო სავალო დოკუმენტის შემცვლელი დოკუმენტის გაცემისა და ძალადაკარგულად გამოცხადების წესები.

მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა საორდერო სავალო დოკუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება საწარმდგენლო სავალო დოკუმენტების მიმართ მოქმედი წესები.

სერვისები