კონტოკორენტი
კონტოკორენტი

  ცნება. შინაარსი

1. კონტოკორენტის შეთანხმებით მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას, საქმიანი კავშირებიდან წარმოშობილი მოთხოვნები და გადახდები შეიტანონ ანგარიშზე და ანგარიშის დახურვამდე მიიჩნიონ ხელშეუხებლად.

2. ანგარიშის სალდო ექვემდებარება გადახდას შეთანხმებულ ვადაში. თუ ანგარიშის დახურვისას ის მხარე, რომელსაც ეკუთვნის თანხის ნაშთი, არ მოითხოვს გადახდას, მაშინ იგი შეიტანება კონტოკორენტზე.

3. ანგარიშის დახურვით წარმოიშობა სალდოს მოთხოვნა, რომელიც შესრულების მიზნით იკავებს კონტოკორენტზე მოთავსებული მოთხოვნის ადგილს.

4. ანგარიშის დახურვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

კონტოკორენტის გაუქმება ეჭვის არსებობისას

კონტოკორენტი შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს და ანგარიში დაიხუროს.

პროცენტები განხორციელებული გადახდებისათვის გათვალისწინებული გადახდებისათვის გადახდილ უნდა იქნეს პროცენტები კანონით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნის პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა

1. თუ კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნისათვის არსებობს პიროვნული ან სანივთო უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მოთხოვნისათვის არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობა.

ყადაღის დადება თუ შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის კრედიტორი მიაღწევს სალდოს თანხის აღწერას (ყადაღის დადებას), რომელიც ეკუთვნის მოვალეს კონტოკორენტიდან, მაშინ კრედიტორის მიმართ არ იქნება გათვალისწინებული ვალის ის ნაწილები, რომლებიც აღწერის (ყადაღის დადების) შემდეგ ახალი გარიგებებით წარმოიშვა. გარიგება, რომელიც უკვე განხორციელდა გარიგებამდე არსებული მოთხოვნების საფუძველზე, არ მიიჩნევა ახალ გარიგებად.

სერვისები