თავდებობა, ხელშეკრულების შეწყვეტა
თავდებობა, ხელშეკრულების შეწყვეტა

  ხელშეკრულების შეწყვეტა უვადო თავდებობის დროს

1. თუ თავდებობა უვადოა, თავდები ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების შეწყვეტის სამთვიანი ვადა.

 ვადიანი თავდებობისას ხუთი წლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს სამთვიანი ვადის დაცვით

3. ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში თავდები მოვალეა შეასრულოს შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებანი.

 

თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები

1. თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან თუ დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი მოვალის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ: ა) ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა; ბ) თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო; გ) კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი.

2. თუ ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მოვალეს შეუძლია განთავისუფლების ნაცვლად მისცეს თავდებს უზრუნველყოფა.

 

თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შედეგები თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.

სერვისები