სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

  ცნება

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.

ზიანის უშუალოდ ანაზღაურების მოთხოვნა

მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.

 

სასამართლო და არასასამართლო ხარჯები

დაზღვევა მოიცავს სასამართლო და არასასამართლო ხარჯებსაც, რომლებიც მესამე პირის მოთხოვნისაგან დასაცავად იქნა გაწეული, თუ, საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აუცილებელია ასეთი ხარჯების გაწევა.

 

მზღვევლის განთავისუფლება პასუხისმგებლობისაგან

მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე.

 პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას

1. თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. თუ მზღვეველი აკმაყოფილებს მესამე პირის მოთხოვნას, მაშინ მესამე პირის მოთხოვნა დამზღვევის მიმართ გადადის მზღვეველზე

სერვისები