ფრენშაიზინგი, ხელშეკრულება
ფრენშაიზინგი, ხელშეკრულება

ხელშეკრულების ფორმა ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ნამდვილობისათვის საჭიროებს წერილობით ფორმას. გარდა მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების, ხელშეკრულების ხანგრძლივობის, მოშლის ან ვადის გაგრძელებისა და ხელშეკრულების სხვა არსებითი ელემენტების თვალნათლივ აღნიშვნისა, მხარეებმა ხელშეკრულების ტექსტში უნდა შეიტანონ ფრენშაიზინგის სისტემის სრულყოფილი აღწერა.

ხელშეკრულების ხანგრძლივობა
 1. ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა მიერ იმ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია მოცემული საქონლისა და მომსახურების გასაღებასთან.
 2. თუ ხელშეკრულების ხანგრძლივობა აღემატება ათ წელს, ყოველი მხარე უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება მოშლისთვის აუცილებელი ერთწლიანი ვადის დაცვით. თუ არც ერთი მხარე არ იყენებს ხელშეკრულების მოშლის ამ უფლებას, ხელშეკრულება გაგრძელდება ორი წლით. ვადის გასვლის გამო ან მხარეთა ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მხარეები უნდა შეეცადონ საქმიანი ურთიერთობების ფაქტობრივ დამთავრებამდე ურთიერთნდობის პრინციპების დაცვით გააგრძელონ ხელშეკრულება იმავე ან შეცვლილი პირობებით.

ლოიალური კონკურენცია
1. სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს გაუწიონ ლოიალური კონკურენცია. ამ ფარგლებში ფრენშაიზის მიმღების მიმართ შეიძლება დაწესდეს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში კონკურენციის აკრძალვა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ წელს.
2. თუ კონკურენციის აკრძალვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პროფესიულ საქმიანობას, ფრენშაიზის მიმღებს უნდა მიეცეს შესაბამისი ფინანსური კომპენსაცია, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის დამთავრებისა.

ფრენშაიზის მიმცემის პასუხისმგებლობა  - ფრენშაიზის მიმცემი პასუხს აგებს ფრენშაიზის სისტემით გათვალისწინებული უფლებებისა და ინფორმაციისათვის. თუ იგი ბრალეულად არღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებას, ფრენშაიზის მიმღები უფლებამოსილია შეამციროს საზღაური. შემცირების ოდენობა საბოლოოდ უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით, რომლის ხარჯებიც ეკისრებათ მხარეებს.

სერვისები