ქირავნობა, ზიანი
ქირავნობა, ზიანი

 

  ქირის შემცირება ნივთის ნაკლის გამო

1. თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, მაშინ დამქირავებელს ქირა შეუმცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა ნაკლის გამო. ნაკლის გამოსწორებისას ეს უფლება ძალას კარგავს. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.

2. საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლისთვის აშკარად საზიანო ქირავნობის ხელშეკრულება ბათილია.

ნივთისნაკლისგამოწარმოშობილიზიანისანაზღაურება

1. თუ ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდება იმ გარემოებათა გამო, რაზედაც გამქირავებელი პასუხს აგებს, ან, თუ გამქირავებელი ნაკლის გამოსწორებას დააყოვნებს, დამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ არ ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება.

2. თუ გამქირავებელი აყოვნებს ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება.

ნივთისნაკლისგამოპრეტენზიისგანუცხადებლობისშედეგები

თუ ხელშეკრულების დადებისას დამქირავებლისთვის ცნობილია ნივთის ნაკლი და იგი არ განაცხადებს პრეტენზიას ამის გამო, მაშინ მას არ წარმოეშობა 536-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება.

პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ შეთანხმების ბათილობა

 

ბათილია შეთანხმება, რომლითაც გამქირავებელი გაქირავებული ნივთის ნაკლისათვის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ან იგი ეზღუდება, თუკი გამქირავებელმა ნაკლი განზრახ დამალა.

ზემოქმედებათათმენისვალდებულებასადგომისქირავნობისას

სადგომის დამქირავებელმა უნდა ითმინოს ქირავნობის ნივთის მიმართ გატარებული ზემოქმედებანი, რომლებიც აუცილებელია გაქირავებული საცხოვრებელი სადგომის ან შენობის შესანახად. გამქირავებელმა ამ ღონისძიებების შესახებ, თუ ეს შესაძლებელია, უნდა შეატყობინოს დამქირავებელს და არ დაუშვას ისეთი მოქმედებები, რომლებიც აუცილებლობით არ არის გამოწვეული.

 

სერვისები