კრედიტორის უფლება, მოითხოვოს შესრულება ნებისმიერი მოვალისაგან
კრედიტორის უფლება, მოითხოვოს შესრულება ნებისმიერი მოვალისაგან

კრედიტორის უფლება, მოითხოვოს შესრულება ნებისმიერი მოვალისაგან

კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

სოლიდარული მოვალის შესაგებელი კრედიტორის მიმართ

სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა ისეთი შესაგებელი, რომლებიც ვალდებულების არსიდან გამომდინარეობენ, ან რომლის უფლებაც მარტო მას აქვს, ან იგი საერთოა ყველა სოლიდარული მოვალისათვის.

 

ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულების შედეგები

ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს. იგივე წესი მოქმედებს კრედიტორთან მოვალის მიერ განხორციელებული გაქვითვის მიმართ.

სერვისები