ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

 ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება

ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება

 ვალდებულების შეწყვეტა მოვალის გარდაცვალების გამო

1. მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე.

2. კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის. 

 ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.

სერვისები