შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება
შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება

შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება

1. მოვალეს ეკისრება შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემის ხარჯები, თუ მასა და კრედიტორს შორის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. თუ კრედიტორი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან გარდაიცვლება და დატოვებს მემკვიდრეებს სხვა საცხოვრებელ ადგილას, მაშინ შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯები ეკისრებათ კრედიტორს ან მის მემკვიდრეებს.

 

 უარი შესრულებაზე კრედიტორის მიერ თავის მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო

თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.

სერვისები