ბეს ჩათვლა გადასახადის ანგარიშში
ბეს ჩათვლა გადასახადის ანგარიშში

ბეს ჩათვლა გადასახადის ანგარიშში

ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო, თუ არ ჩაითვლება, – ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს.

 

 ბეს ჩათვლა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში

1. თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.

2. თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

სერვისები