პროცენტის გადახდა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას
პროცენტის გადახდა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას

1. მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

2. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

საპასუხო შესრულების მიღების უფლება

1. თუ ორმხრივ ხელშეკრულებაში მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას მისთვის დაკისრებულ ვალდებულებაზე, ხოლო გარემოება, რომელიც მას აძლევს ამის უფლებას, გამოწვეულია კრედიტორის ბრალით, მაშინ იგი ინარჩუნებს საპასუხო შესრულების მიღების უფლებას.

2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ საპასუხო შესრულების საფუძველი იმ დროს დადგა, როცა კრედიტორი აყოვნებდა შესრულების მიღებას.

სერვისები