მოვალის პასუხისმგებლობა შესრულების საგნის სხვა პირისაგან მიღებისას
მოვალის პასუხისმგებლობა შესრულების საგნის სხვა პირისაგან მიღებისას

 მოვალის პასუხისმგებლობა შესრულების საგნის სხვა პირისაგან მიღებისას

მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

 მოვალის პასუხისმგებლობა მისი წარმომადგენლის მოქმედებისათვის

მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

 

ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან განთავისუფლების შესახებ წინასწარი შეთანხმების დაუშვებლობა

1. მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. დაუშვებელია მხარეთა წინასწარი შეთანხმება მოვალის მიერ განზრახი მოქმედებით ვალდებულების დარღვევისას ზიანის ანაზღაურებისაგან მისი განთავისუფლების შესახებ.

სერვისები