error2525 2018.07.12
რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წლის ბოლომდე?

ეროვნულმა ბანკმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი“ დაამტკიცა. 


მათ შორის ამ წესში საუბარია, საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობაზეც, რისი დაკმაყოფილებაც ორგანიზაციებს მოუწევთ. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5 ივლისის ბრძანების თანახმად, მისო-ების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი; 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს. 

„ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან: მათ შორის აწარმოონ გამჭვირვალე, უტყუარი და სრული ფინანსური ანგარიშგება, დაიცვან საჯაროობის პრინციპი; არ დაუშვან თავიანთი განაღდებული კაპიტალის და სარეზერვო ფონდის შემცირება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე,“-აღნიშნულია წესში.
 

წყარო: bpn.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა