error1831 2018.07.09
კანონპროექტი არასრულწლოვანთა ინტერნეტ–რისკებზე ძალაში შემოდგომიდან შევა

"მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპრექტის განხილვა საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო, ძალაში კი, ის მიმდინარე წლის შემოდგომიდან შევა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ  განაცხადა. 

"ჩვენ ერთი წელია ვმუშაობთ საკითხზე, იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო ვირტუალური სამყარო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. შედეგად, გამოვყავით ძირითადი რისკები, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები, პორნოსაიტებზე ხელმისაწვდომობა, რისკების შემცველია ქსელური თამაშებიც, პირადი ინფორმაციის დაუცველობაც და ასევე მოზარდების მხრიდან, ყალბი ტრანზაქციების განხორციელება", – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, ონლაინ რისკებისგან თავდასაცავად და უსაფრხთო ინტერნეტ სამყაროს შესაქმნელად, სახელმწიფო არ აწესებს არც კონტროლს და არც ცენზურას, არამედ დაწესდება ვალდებულება პროვაიდერებისთვის, რომ დააყენონ ფილტრები ზიანის შემცველი ინფორმაციებისთვის და ისინი დაბლოკონ მანამ, სანამ არასრულწლოვნებამდე მივა. 

"კანონპროექტის ფარგლებში, ვაჩენთ ვალდებულებას, რომ პროვაიდერებმა მოამზადონ საცნობარო მასალა მშობლებისთვის, მოზარდებისთვისა და პედაგოგებისთვის, თუ როგორ უნდა დაიცვან და რა დაცვის მექანიზმები არსებობს ინტერნეტ-სივრცეში. არასასურველი ინფორმაცია კი, იქნება კოდიფიცირებული და მისი გახსნის საშუალება მხოლოდ მშობელსა და ზრდასრულ ადამიანს ექნება", - აღნიშნა ხუნდაძემ. 

მისი ინფორმაციით, კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესდება სანქციები საქართველოს ბაზარზე მოღვაწე პროვაიდერებისთვის, რომელიც 3–დან 30 ათას ლარამდეა დაწესებული.

 

წყარო: bm.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა