error1685 2018.06.19
მედიაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება

გვინდა რომ ყველა დავა არ მიმდინარეობდეს სასამართლოში და სასამართლოს მიღმა მედიაციის კულტურა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ მხარეები უფრო მორიგების გზით მიდიოდნენ და არა მაინც და მაინც სასამართლო დავის გზით”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვან შვებას მისცემდა სამოქალაქო საქმეებზე მომუშავე მოსამართლეებს, სადაც გადატვირთულობის სერიოზული პრობლემაა.

კომერციული პალატების სასერთო სასამართლოების სიტემაში შემოღება კიდევ ერთი თემაა, რომელზეც თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კანონპროექტი მზად არის და ასევე მთავრობის განახლებული შემადგენლობის პროგრამაშიც გათვალისწინებულია. მინისტრობის კანდიდატის თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაში, მთავრობის მხრიდან სწორედ ამ მიმართულებით იქნება საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი.

“როგორც კი დაინტერესებულ მხარეებთან გაიხსნება კონსულტაციები და შევჯერდებით საბოლოო რედაქციაზე, ის მაშინვე წარედგინება პარლამენტს. ეს ცვლილება გაამარტივებს ბიზნეს დავების განხილვას”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა