error1402 2018.05.15
სასამართლოს შესაძლოა შემოქმედებთი ნაწარმოების აკრძალვის უფლება მისცენ

სასამართლოს, შესაძლოა, მიანიჭონ უფლება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტში არის საუბარი.

 

კანონპროექტით, კულტურის შესახებ საქართველოს კანონში ჩაიწერება, რომ აიკრძალება შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.

 

თუ რომელი შემოქმედებითი ნაწარმოები უნდა დაექვემდებაროს აკრძალვას, ამას სასამართლო გადაწყვეტს:

 

დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.” – ეს არის ცვლილება, რომელიც კანონპროექტით, “კულტურის შესახებ” კანონის მე-9 მუხლში უნდა აისახოს.

 

ასევე ცვლილება შევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, სადაც, სასამართლოებისადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალში ემატება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

კანონპროექტით, აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 

კანონპროექტის განმარტეითი ბარათს თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობის
საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზება.

კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში წერია:

„შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს”.

კანონპროექტის ავტორების განცხადებით, კონსტიტუციის ამ ჩანაწერს უნდა შეესაბამებოდეს არსებული კანონმდებლობა.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა