error2090 2018.02.21
ერთ თვეში მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა 4,8 ათასით გაიზარდა

 საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი ბოლო თვეების განმავლობაში სწრაფად იზრდება.  მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობამ 4,6 ათასით მოიმატა. თუ 2018 წლის 20 იანვრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 234 958 ჩანაწერი იყო, ახლა ეს რიცხვი 239 831-ს შეადგენს. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 6,4% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია. (სტატისტიკის სამსახურის მონაცემების, საქართველოში დღეს 3,718,2 მლნ ადამიანი ცხოვრობს.) 

ზოგადად, მოვალეთა რეესტრის მონაცემები სწრაფად იცვლება, რადგან დავალიანების დაფარვის შემთხვევაში ბაზიდან პირის ამოღება ხდება. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში ის ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეკონომისტების პოზიციით, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება. სპეციალისტები ამის მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად სამომხმარებლო კრედიტების გამარტივებას და მასზე დაწესებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებენ.
იმისათვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, მინიმუმ ეკონომიკურმა აქტივობამ უნდა მოიმატოს. „საჭიროა ადამიანს გაუჩნდეს ფული, რომ მან დავალიანება წლების წინ შეძენილი ქონების გასხვისებით არ დაფაროს“, - ამბობენ ეკონომისტები.

 

მოვალეთა რეესტრში მოქალაქეთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, საადვოკატო ბიურო „OK&CG“გასულ კვირაშიც წერდა. კომპანიის დამფუძნებლის, ოთარ კაჭკაჭაშვილის განცხადებით, „რიცხვი, რომელიც მოვალეთა რეესტრში ფიქსირდება, საგანგაშოდ მაღალია და მის შესამცირებლად, სახელმწიფომ რიგი ღონისძიებები უნდა გაატაროს“.

 

„როდესაც მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა მატულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობაც იზრდება. ეს რიცხვი, პირველყოვლისა, სახელმწიფოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს- ანუ, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და შესაბამისად, მოქალაქეებს ვალის გადახდა უჭირთ.  

 მეორე საკითხია ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც სესხის გამცემი ორგანიზაციები უწესებენ მოქალაქეებს. სამწუხაროდ, პროცენტი არის გაუგონრად მაღალი, განსაკუთრებით ონლაინ და კერძო გამსესხებლების შემთხვევაში. ის პირობები, რასაც სესხის გამცემი ორგანიზაციები მოქალაქეებს უწესებენ, სასწრაფოდ შესაცვლელია და ამაზე ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს. მართალია, მოქალაქეები საკუთარი ნებით იღებენ ამ სესხს და სესხის პირობებსაც იცნობენ, მაშინ, როცა მოქალაქე უკიდურესად გაჭირვებულია და სესხი სასიცოცხლო პირობებისთვის სჭირდება, მზად არის, ამ ტიპის გარიგებებსაც მოაწეროს ხელი, რაც შემდგომში, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აყენებს მას,“-განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

 


 ცნობისათვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც 2010 წლის პირველი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებლო საქმის წარმოებაა.აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრში ყველა სახის დავალიანების შესახებ ინახება ინფორმაცია. მათ შორის სამგზავრო ჯარიმების თაობაზეც.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა