error1195 2018.02.20
„ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვებში აქტიურად ჩაერთვება“

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სისხლის სამართლის კომიტეტის სხდომა გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, სხდომაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ასოციაციის მოსაზრებების წარდგენა სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთვის. ასევე სისხლის სამართლის კომიტეტის ფარგლებში, აკადემიური წრეების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭოს შექმნა.

 

სხდომას ესწრებოდა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასაცთიანი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი სამოქმედო გეგმა, ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტში ადვოკატთა კორპუსის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. 



„ჩვენ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგენთ ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებებს სახელმწიფო ინსპექტორის კანონპროექტთან დაკავშირებით. ასევე აქტიურად ვიქნებით ჩართულები ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტში, როგორც უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ისე საკანანონმდებლო ორგანოში. მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატებმა მხოლოდ უკვე ამოქმედებულ კანონებთან დაკავშირებით კი არ წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები, არამედ ამ კანონების შექმნის პროცესში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ასოციაციაში სხვადასხვა კომიტეტები, რომლებიც სამართლის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას მოიცავს. ეს ჩემი, როგორც თავმჯდომარის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო და მნიშვნელოვანია, რომ ეს პირობა სრულდება,“- აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.



სისხლის სამართლის კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, სადაც მოწვეულნი იქნებიან აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სამართლის აღიარებული სპეციალისტები.



ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, სამართლის სხვადასხვა მიმართულებებით შექმნილი კომიტეტები მზად არიან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დაინტერესებულ მხარეებთან ღია, საჯარო დისკუსია გამართონ და აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა