error1261 2018.02.18
კახეთში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

კახეთში, გურჯაანის სპირტის ქარხნის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

როგორც ქარხნის დირექტორმა, ლადო ფოთოლაშვილმა Reginfo-ს განუცხადა, გარდაცვლილი იმ სამუშაოს ასრულებდა, რომელიც მას არ ევალებოდა.

„ის იყო ზეინკლის თანაშემწე. მასთან შრომითი ხელშეკრულებაც ამაზეა გაფორმებული. საიდანაც გადმოვარდა, იქ არაფერი ესაქმებოდა,“- განაცხადა ლადო ფოთოლაშვილმა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით  ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.

 

სამუშაო ადგილას უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ადრეც წერდა


წყარო: netgazeti.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა