error2481 2018.02.14
გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე ვარაუდობს, რომ მუხლი, რომლითაც გამოძიებამ საქმე აღძრა, გადაკვალიფიცირდება.

 

 „როგორც წესი, როდესაც საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ ფიქსირდება, გამოძიება, საქმეს აღძრავს ყოველთვის მსუბუქი მუხლით, შემდგომში ხედება გადაკვალიფიცირება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში ამ ეტაპზე არ ფიგურირებს ისეთი მტკიცებულება, რომლებიც დაადასტურებს, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს, სავარაუდოა, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდება.“

 

 ქეთევან ქავთარაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მომხდარით ვლინდება, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა არაჯეროვნად შეასრულა:

 

 „იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების იმ საკანში, სადაც პატიმარი ყელის არეში მიყენებული ჭრილობით იპოვეს, ცალკე საკითხია. საერთოდ, პატიმრების უსაფრთხოებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო  უზრუნველყოფს და შესაბამისად,  შესაბამის დაწესებულებებში წესრიგის დაცვა მათი ვალდებულებაა. ვიცით, რომ სასჯელაღსრულების  დაწესებულებების ტერიტორიაზე დაუშვებელია ისეთი ნივთების შეტანა, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ  სასჯელაღსრულების სამინისტრომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა არაჯეროვნად შეასრულა;  იმდენად, რამდენადაც ფაქტია, რომ დაწესებულებაში რაღაც გზით მაინც მოხერხდა ცივი თუ ბასრი იარაღი, რომლითაც მოხდა ადამიანისთვის ჯანმრთელობის დაზიანება.

 

 შეგახსენებთ, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს.  იგი საპირფარეშოში თანასაკნელებმა ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა