error1455 2018.02.13
აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულებას ელექტრონულად მიიღებთ

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე შეძენილი ქონების შესახებ განკარგულების ელექტრონული სახით გაცემა დაიწყო.


 პირი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე eauction.ge შეიძენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარდგენილ ქონებას, გამარჯვებისთანავე მიიღებს შეტყობინებას, განკარგულების და სხვა თანდართული დოკუმენტის ელექტრონულად მიღებისა და ჩამოტვირთვის შესაძლებლობის შესახებ. მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, რომ დაეთანხმოს დოკუმენტის ელექტრონული წესით მიღებას ან კვლავ მიბრძანდეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სახლებში დოკუმენტის ხელზე მისაღებად. მომხმარებელი, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესახებ შეტყობინების დათანხმების შემთხვევაში, მიიღებს ინფორმაციას მობილური შეტყობინების სახით, მოგებულ ლოტზე დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Eauction.ge-ს პირად გვერდზე ჩამოტვირთოს/გახსნას დოკუმენტაცია, რომელიც ჩამოტვირთვისთანავე მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. ასევე, დოკუმენტის ელექტრონულად მიღების შესაძლებლობაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, მომხმარებელს კვლავ რჩება საშუალება, შეცვალოს არჩევანი და მოითხოვოს დოკუმენტის ელექტრონულად მიღება.


აღნიშნული სერვისი ნოვაციაა და აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი უწყებაა, რომელმაც აუქციონზე ქონების შეძენის შემთხვევაში განკარგულების ელექტრონულად მიღების წესი დანერგა.
 პროექტი აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით განხორციელდა.
ახალი სერვისით იზოგება მოქალაქის დრო და ხარჯები. მას დოკუმენტის მიღებისთვის არ დასჭირდება აღსრულების ეროვნულ ბიუროსა თუ იუსტიციის სახლში მისვლა. ამავდროულად, სერვისი მოახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს კანცელარიის თანამშრომლებისა და აღმასრულებლების დამატებითი სამუშაოსაგან განტვირთვას.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა