error5295 2018.01.18
ანტიდემპინგური კანონის პრიორიტეტები

 დემპინგი ეს არის საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე შინაგანი ბაზრის ფასებთან შედარებით ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც (კონკურენტების განდევნის მიზნით).  

 

 დემპინგი ნებისმიერი ქვეყნის ბაზრისთვის საშიში მტერია და ამიტომ, ყველა სახელმწიფო ცდილობს, ებრძოლოს მას, როგორც უარყოფით მოვლენას. დემპინგის მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ იმპორტიორი კომპანიები ჯერ კონკურენტებს იცილებენ და შემდეგ საბაზრო ფასებს ადგენენ და ადგილობრივი ინდუსტრიაც მის წესებს ემორჩილება.       

 განვითარებული ქვეყნები უკვე დიდი ხანია, შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამართლიანი ვაჭრობისთვის ანტიდემპინგური კანონმდებლობა გარდაუვალი და აუცილებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ადგილობრივი ბიზნესის დასაცავად დიდი ხანია, ანტიდემპინგური კანონმდებლობა მოქმედებს. გარდა ამისა, ევროკავშრი არა მხოლოდ ანტდემპინგური კანონის მეშვეობით იცავს საკუთარ წარმოებას, არამედ ისეთ დამატებით შეზღუდვებსაც აწესებს, როგორიც არის „შესვლის ფასი“ (იმპორტის ფიქსირებული ფასი), რაც საკუთარ ბაზარს უხარისხო და იაფიანი პროდუქციის შეტანისგან იცავს.

 

 როგორც წესი, იმპორტიორებს, რომლებიც დემპინგით სარგებლობენ, ყველგან,სადაც ანტიდემპინგური კანონი მოქმედებს, მაღალი ხარისხის პროდუქცია შეაქვთ, თუმცა, პატარა ქვეყნებში, სადაც ამ ქმედების ამკრძალავი ღონისძიებები არ აქვთ,  იოლად ახერხებენ პროდუქციის დემპინგური ფასით შეტანას. ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც საქართველოა. სახელმწიფოს მიდგომამ, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრდა ქვეყანაში, ადგილობრივი მწარმოებლები და მომხარებლები, ფაქტობრივად, დაუცველი დატოვა შიდა ბაზარზე იმპორტირებული საქონლის დემპინგური ფასით განთავსებით.
 


წყარო: ISET


რამდენიმე წელია,  საქართველოში აქტიურად განიხილება დემპინგურ ქმედებებზე სახელმწიფოს რეაგირების მოწესრიგების საკითხი და ანტიდემპინგური კანონის მიღების აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ  უცხოეთიდან შემოტანილი საქონლის დემპინგურ ფასად გაყიდვა იმპორტიორი ქვეყნის ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებს, სახელმწიფოს დღემდე არ აქვს კანონმდებლობა, რომელიც დემპინგისგან მიყენებული ზიანის კომპენსაციის გარანტი იქნება.

 

 საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს დაასრულა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა, თუმცა, პროცესი სამუშაო ფორმატს ვერ გსცდა და კანონის მიღების ეტაპზე ამ დრომდე არ მისულა.

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტებს მიაჩნიათ, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის არარსებობა ადგილობრივ წარმოებას დიდ ზიანს აყენებს და ამიტომ, სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშავოს ეფექტური ანტიდემპინგური კანონის მიღებაზე, რომელიც  დაეფუძნება სამართლიან და გამჭვირვალე სისტემას.

 „სამწუხაროა, რომ დემპინგთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღება დღემდე ვერ მოხერხდა. რატომ არის დემპინგის შესახებ კონკრეტული რეგულაციების დამკიცება საქართველოს ბაზრისთვის? იმიტომ, რომ საქართველოში  არაერთი ადგილობრივი კომერციული იურიდიული პირი არსებობს, რომელიც სხვადახვა სახის წარმობას ახორციელებს. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეც იწარმოება, პარალელურად იმპორტული ქვეყნებიდანაც შემოდის, თანაც დემპინგური, გაცილებით დაბალი ფასით, რაც კონკურენციის უსამართლო სისტემას ამკვიდრებს და ამით ადგილობრივ წარმოებას დიდი ზიანი ადგება. შესაბამისად, თუ იარსებებს აღნიშნული საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი, შეგვეძლება, რომ კონკრეტულ რეგულაციებზე დაყრდნობით უზრუნველვყოთ ადგილობრივი მეწარმეების დაცვა და ფასების რეგულირება,“-განაცხადა  „OK&CG“-ის ადვოკატმა, ქეთევან ქავთარაძემ.

 

 ეფექტური საკანონმდებლო და რეგულაციური სისტემის შემოღებისკენ მიუთითებს სახელმწიფოს ევროკავშირიც.საქართველოსა ევროკავშირს შორის დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება (DCFTA) პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფოს, შექმნას საკანონმდებლო გარემო, რომელიც ევროკავშირის შიდა ბაზრის შესაბამისი იქნება და რომელიც სამართლიანი კონკურენციის სტანდარტებს დაამყარებს (თავი IV).     

 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ DCFTA აღნიშნული რეგულაციების შემოღებას სხვადასხვა ინტერესის ერთობლივად გათვალისწინებით ითხოვს. ეს არის: ადგილობრივი წარმოების, მომხმარებლების და იმპორტიორების ინტერესების, იმის გათვალისწინებით, რომ მათ წარუდგინეს შესაბამისი ინფორმაცია მოკვლევის მწარმოებელ ორგანოებს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიდგომა აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემას დაფუძნებული, სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.  

 

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა