error1393 2018.01.15
ხმაურისთვის 2017 წლის 15 აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე პერიოდში 119 პირი გააფრთხილეს

 დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის 2017 წლის 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე პერიოდში 119 პირია გაფრთხილებული. 

 

 სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი - 99 ადამიანი თბილისში გააფრთხილეს. სამართალდამცველებმა ხმაურის ფაქტზე 13-ჯერ მოახდინეს რეაგირება აჭარაში. მცხეთა-მთიანეთში მსგავსი შემთხვევა 4-ჯერ დაფიქსირდა, თითო-თითო პირმა მიიღო გაფრთხილება იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში.

 

 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ ჩადენას ითვალისწინებს, 29 პირი დაჯარიმდა. ჯარიმების გამოწერის თვალსაზრისითაც თბილისი ლიდერობს, სამართალდამცველებმა დედაქალაქის შემთხვევაში რეაგირება 23-ჯერ მოახდინეს. 3 პირზე გამოიწერა ჯარიმა აჭარაში, 2-მცხეთა-მთიანეთში და ერთი პირი დაჯარიმდა ქვემო ქართლში.  

 

 იმავე ქმედების კიდევ ერთხელ ანუ მესამედ ჩადენისთვის საქართველოს მასშტაბით 9 პირი დაჯარიმდა, აქედან 4 პირი თბილისში, 2- აჭარაში და 3 - მცხეთა-მთიანეთში. 

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების გამო, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 150-ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, საქართველოს მასშტაბით ერთ პირი კონკრეტულად თბილისში დაჯარიმდა. 



 ხმაურის შესახებ კანონის ახალი რეგულაციები ძალაში 2017 წლის 15 აგვისტოდან შევიდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ხმაური დღის საათებში 08:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო ღამის საათებში 23:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე აიკრძალა. ამ პერიოდში ხმაური 40 დეციბელს არ უნდა აჭარბებდეს. შეიზღუდა ნებისმიერი სახის პიროტექნიკის გამოყენებაც. დღის განმავლობაში, საძინებელში შემავალი ხმა 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს. 

 

წყარო:allnews.ge

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა