error1230 2018.01.15
2017 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა

2017 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 11 110 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 515 ფაქტი, რომელთა მასალებიც სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.

 სულ, 2017 წელს, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 8 651 243,56 ლარი შეადგინა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, სულ 4 658 500 ლარი დაეკისრათ.

2017 წელს გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულებიდან, დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის - 1 737 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 1397 და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 832 ფაქტი, რაც ჯამურად, საერთო გამოვლინებების 34%-ს შეადგენს. 

საერთო სტატისტიკის 22%-ს შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 2521 ფაქტი და 16%-ს ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 1817 ფაქტი. 

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 1407 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის - 1078 ფაქტი. სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 7% (836 ფაქტი) შეადგინა.

 

წყარო: des.gov.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა