error7307 2018.01.08
დაარღვია თუ არა კომპანია „მაგთიკომმა“ მომხმარებელთა უფლებები?

 გასულ კვირას შპს „მაგთიკომმა“ ტარიფების ზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. 

 ცვლილებები  მდგომარეობს შემდეგში: 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით გაიზრდება და 5 ლარი გახდება, 1000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნება; 5 ლარით ძვირდება 2 000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი ეღირება; 4000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე გაძვირდება; 3 ლარით მოიმატებს და 18 ლარი გახდება 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი ეღირება.

 

 ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც, კომპანიამ ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ტარიფების ზრდა ვალუტის კურსის ცვლილებით, ინფლაციითა და დენის ტარიფის ცვლილებით ახსნა და განმარტა, რომ ეს ყველაფერი „პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიების დანახარჯებზე“.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული კომპანია  „OK&CG“-ის ადვოკატმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა განცხადება გააკეთა.
  „იმ მოცემულობაში, როცა საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე ½ ნაწილი აქტიურად მოიხმარს ინტერნეტს, ხოლო კომპანია „მაგთიკომი“ აღნიშნულ სფეროში  დომინანტი კომპანიაა,  „შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება  მომხმარებელთა ინტერესებს ეწინააღმდეგება,“- განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

 მან ასევე  განმარტა, რომ არ არსებობს შესაბამისი კანონი, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს დაიცავს.

 „მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა აქტიურად მოუწოდებს ქვეყნებს,მათ შორის საქართველოს, იზრუნოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში კანონმდებლობის განვითარებაზე, დღეის მდგომარეობით, საქართველოში  მომხმარებელთა უფლებები  კანონით დაცული არ გახლავთ. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2012 წლის 8 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ მოცემული კანონი მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. ამდენად, ბაზარზე მოქმედი კომპანიები ბოროტად იყენებენ იმ ფაქტს, რომ მომხმარებელთა უფლებები არ გახლავთ დარეგულირებული კანონით, თუმცა სახელმწიფო და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისა მარეგულირებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია, იზრუნოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში კანონის ამოქმედებაზე,“- განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
 

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრობლემის უპირველეს საფუძელს სათანადო საკანონმდებლო რეგულირების არ არსებობა წარმოადგენს.
 მაგალითად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს,  რომ სასამართლოში დაიცვას დარღვეული უფლება; თუმცა, აღნიშნული უფლების პრაქტიკაში რეალიზება , შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.  

 მომხმარებელთა უფლებებზე მითითება გვხვდება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში. კერძოდ, კონსტიტუციაში განცხადებულია, რომ „მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“ თუმცა, მომხმარებლებისთვის ხელმიუწვდომელია კონკრეტული კანონი, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული ამ უფლებით სარგებლობას შეძლებენ.

 

 საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრიცეზე შეთანხმებისათვის მოლაპარაკებების დაწყების წინ,  მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით  საქართველოში არსებულ მწვავე მდგომარეობაზე მიუთითებდა ევროკავშირიც.  ევროკავშირისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა და შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მთელი რიგი რეკომენდაციებით მიმართავს, რაც უპირველესად საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებას გულისმობს.

 

  მომხმარებელთა უფლებები რომ მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, ეს გაწერილია გაერთიანებული ერების მიერ მიღებული რეზოლუციითაც, რომლითაც მთავრობებს მოეთხოვებათ, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიმუშავონ და განახორციელონ მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა.

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით განიხილოს და მიიღოს (მხარი დაუჭიროს) „მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის“ ი რედაქცია, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და სრულყოფილად დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა