error3101 2017.12.29
საადვოკატო ბიურო „OK&CG“ 2017 წელს აჯამებს

 წარმატებული, ნაყოფიერი, საქმიანად დატვირთული, განვითარებისკენ მიდრეკილი - ამ და სხვა ეპითეტებით აფასებენ  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ში 2017 წელს.

100-მდე სასამართლო საქმე და აქედან 90% წარმატებით დასრულებული, ასობით იურიდიული კონსულტაცია მოქალაქეებთან და  ამდენივე კმაყოფილი კლიენტი - ეს არის ზედაპირული სურათი „OK&CG“-ის გასული წლის შემაჯამებელი საქმიანობისა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავს, „2017 წელმა თავი ძალიან ბევრი წარმატებულად დასრულებული საქმით დაგვამახსოვრა; აქ იყო როგორც ამავე წელს დაწყებული და დასრულებული, ასევე წინა წლებში დაწყებული დავები, რომელიც ჩვენმა ბიურომ წელს დაასრულა და თანაც წარმატებულად“.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საადვოკატო ბიუროს 2017 წლის საქმიანობაში 100-მდე საქმე ჩაიწერა და განხორციელდა. „OK&CG“-ში გამოყოფენ 12-მდე საქმეს, რომელიც განსაკუთრებული სირთულითა და მნიშვნელობით გამოირჩევა და რომლებიც კომპანიამ წარმატებით დაასრულა:

 

1) პირველი ეს არის „ლიბერთი ბანკის“ მიამრთ მოგებული სასამართლო დავა. აღნიშნული საქმე ეხებოდა საბანკო დაწესებულების (ლიბერთი ბანკის) მოთხოვნას ფიზიკური პირების, ძირითადი მსესხებლისა და სოლიდური თავდების მიმართ, სესხის ძირი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.  როგორც წესი, საბანკო დაწესებულებების მიერ შეტანილი მსგავსი სარჩელები სასამართლოს მხრიდან სრულად კმაყოფილდება ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა „OK&CG“-ის პოზიცია (თავდებს ჩაბარებული არ ჰქონდა შეტყობინება დავალიანების არსებობის შესახებ და დაუშვებელი იყო მისთვის რაიმე სახის პასუხისმგებლობის  დაკისრება, ხოლო ძირითადი მსესხებლების ნაწილში ბანკის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი პროცედურები, რაც ასევე გამორიცხავდა ბანკის მოთხოვნის დაკმაყოფილებას) და ბანკის პოზიცია არცერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა, რაც სასამართლო პრაქტიკაში სიახლეს წარმოადგენდა.

 

2) შემდეგი საკითხი ეხებოდა ფიზიკური პირის ე.ს.-ს  მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ საალიმენტო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეში, მოპასუხე მხარე, ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით სადავოდ ხდიდა მისი დასაქმების ფაქტსა და შემოსავლების არსებობას; თუმცა, საადვოკატო ბიურომ შემოსავლების სამსახურიდან, სხვადასხვა იურიდიული პირებისა და საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვა სრული ინფორმაცია და მოპასუხეს მოპასუხეს  არასრულწლოვანი შვილების სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 1 080 ლარის გადახდა დაეკისრა.

 

3) შემდეგი ეს არის საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ განხილული საქმე, რომელიც ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო მოპასუხისათვის ნახევარი მილიონი ლარის დაკისრებას ეხებოდა.  საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში „OK&CG“ იცავდა საარბიტრაჟო მოპასუხეს;  სამი არბიტრის მონაწილეობით, ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საადვოკატო ბიუროს ადვოკატის მოსაზრება და მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა;

 

4) აღნიშნული დავა  ორ იურიდიულ პირს შორის მიმდინარეობდა, საიდანაც „OK&CG“ საერთაშორისო საბროკერო კომპანია „რემაქსს“ წარმოადგენდა. დავა ეხებოდა საშუამავლო ხელშეკრულების პირობების შესრულებას; საადვოკატო ბიუროს მარწმუნებელმა უზრუნველყო დამკვეთისსა და მესამე პირს (უცხო ქვეყნის საელჩოს) შორის  იჯარის ხელშეკრულების  გაფორმება, რის მიუხედავადაც მეორე მხარე უარს ამბობდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თუმცა, სასამართლომ გაიზიარა „OK&CG“-ის პოზიცია და მოსარჩელე „რემაქს კაპიტალის“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

 

5) კიდევ ერთი საკითხი გახლავთ ეხებოდა „OK&CG“-ის მარწმუნებელი იურიდიული პირის მოთხოვნას სადაზღვეო კომპანია შპს „აი სი ჯგუფის“ მიმართ  სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის (94 269 ევროს ოდენობით) ანაზღაურების ვალდებულების თაობაზე. რა დროსაც, სასამართლო, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და ხელშეკრულების პუნქტების ბათილად ცნობასთან ერთად სადაზღვეო კომპანიას 94 269 ევროს გადახდა დააკისრა.

 

6) შემდეგი ეს არის სასამართლო დავა, რომელიც „OK&CG“-მ განათლების სამინისტროს მოუგო. აღნიშნულ საქმეში კომპანიის ადვოკატებმა კლიენტის ინტერესების დასაცავად თვილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების მეორე ნაწილის - გასაუბრების მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმის ბათილობის მოთხოვნით, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა და განათლების სამინისტროს სასამართლო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაც დააკისრა. შემდგომში, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სამინისტროს წარმომადგენელებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლომაც გაიზიარა საქალაქო სასამართლოს არგუმენტაცია და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

7)  შემდეგი საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში: ხ.ა. ითხოვდა არასრულწლოვანი შვილის დაბადების სააქტო  ჩანაწერის მამის გრაფიდან გ.კ–ს მონაცემების ამოშლას, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა გ.კ. და მიიჩნევდა, რომ ბავშვის დაადების სააქტო ჩანაწერიდან მამის გრაფის ამოშლა არსებითად დააზიანებდა არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს, ამასთან არ არსებობდა დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების განხორციელების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.  მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ.კ -ს პოზიცია, ვის უფლებებსაც საადვოკატო ბიურო OK&CG იცავდა, ზემდგომმა ინსტანციამ – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ - სრულად გაითვალისწინა გ.კ - ს პოზიცია და სრულად გააუქმა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერიდან მამის გრაფის ამოშლის შესახებ.
 

8) კიდევ ერთი საქმე, რომელიც „OK&CG“-მ წარმატებით დაასრულა,შეეხებოდა ე.ს–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში ყოველგვარი ნებართვის გარეშე  ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის მიერ გავლებული იქნა ელექტროგადამცემი ხაზები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  ე.ს ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო ბიურო OK&CG–ს ადვოკატებმა მივმართეთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიას, ასევე სს „თ–ს“ და შპს „თ.ჯ–ს“. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველ ეტაპზე კომპანიებმა უარი განაცხადეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საბოლოოდ საადვოკატო ბიურო OK&CG–ს ადვოკატების მიერ მიღწეული იქნა კლიენტისთვის სასურველი, პრეცედენტული გადაწყვეტილი, რის შედეგადაც სს „თ-მა“ და შპს „თ.ჯ-მა“ თავიანთი ხარჯებით უზრუნველყვეს ელექტროგადამცემი სადენების კლიენტის საკუთრებაში არსებული მიწის საკადასტრო ხაზებიდან გადატანა.
 

9) საადვოკატო ბიურო „OK&CG“ - ს დახმარების თხოვნით მიმართა გ.გ-მ, რომლის სახელზეც შპს „ს.პ-ს“ მიერ გამოწერილ 20-მდე საჯარიმო ქვითარზე დაწყებული იყო იძულებითი აღსრულება და რაც ჯამში კოლოსალურ თანხას შეადგენდა.  საადვოკატო ბიურო „OK&CG“ - ს ადვოკატების საქმეში ჩართვის შედეგად გაუქმებული იქნა გ.გ-ს სახელზე გაცემული ყველა საჯარმო ქვითარი და დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ, რაც არსებული პრაქტიკის თვალსაზრისით ასევე უპრეცედენტო შემთხევას წარმოადგენს.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა