საადვოკატო ბიურო"OK & CG"(ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი) გუნდურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურეობა ჩვენი კლიენტებისთვის სიმყუდროვისა და დაცულობის გარანტია იყოს. ბიუროს საქმიანობა ეფუძნება სანდოობის პრინციპს, საქმისადმი თავდადებას, კლიენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას. იგი გამოირჩევა მომსახურეობის მაღალი ხარისხით, მოქნილობით და სისწრაფით. ჩვენი ადვოკატები მაქსიმალურად იცავენ თავიანთი კლიენტების კონფიდენციალურობას.  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწევს წარმომადგენლობით მომსახურეობას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში.იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში,ეწევა უფასო კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონ–ლაინ რეჟიმში. საადვოკატო ბიურო „ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი“ წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში.

დათო კესარელი
ადვოკატის თანაშემწე

დათო კესარელი საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ში ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს.
2013 წელს ჩაირიცხა ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
დათო საადვოკატო ბიუროში მუშაობამდე სტაჟირებას გადიოდა „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტში“.
აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.
გავლილი აქვს „განათლებისა და მართვის გუნდის“ ტრენინგ-კურსები ლიდერობასა და მენეჯმენტში.
თავისუფლად ფლობსქართულ და ინგლისურ  ენებს.

DATOKESARELI@GMAIL.COM591-94-35-65