საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ქეთევან ქავთარაძე
ადვოკატი

2016 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2017 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე კერძო სამართლის მიმართულებით.
 
2013 წელს გაიმარჯვა ახალგაზრდა კრიმინოლოგების მიერ გამართულ კონკურსში.
2013–2014 წლებში ქეთევანმა მოიპოვა პრეზიდენტის სტიპენდია.
2014 წლის 19 ნოემბერიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე  ქეთევანი გახლდათ საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის სტაჟიორი.
2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივლისამდე იყო ადვოკატის თანაშემწე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
2014 წელს გაიმარჯვა საქართველოს მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, „ელსას“, საქართველოს სახალხო დამცველის,
დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და გერმანიის თანამშრომლობა (GIZ)- ის საერთო პროექტში - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში“.


2015 წლის მარტიდან ქეთევანი გახლდათ საქართველოს პარლამენტის პრაქტიკანტი.
2015 წლის ივნისის თვეში მონაწილეობდა საქართველოში გამართულ მეათე საიუბილეო ACE Legal Forum-ში.  ქეთევანი ასევე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციაში, სემინარებსა და კონკურსებში.

2016 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში.


2017 წლიდან ქეთევან ქავთარაძე გახლავთ სსიპ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომისიის თავმდჯომარე.
2018 წელს ქეთევან ქავთარაძე დაამტკიცეს სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრად.

თავისუფლად ფლობს ქართულსა და ინგლისურ ენებს, ასევე საშუალო დონეზე ფლობს რუსულ ენას.

ქეთევანი 2015 წლის ოქტომბრიდან დღემდე საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის გუნდის წევრია.   

KETEVANKAVTARADZE@MYADVOKAT.GE032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87