საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

ქრისტინე ობოლაძე
იურისტი

 2010 წელს დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტი, აქვს მოპოვებული ამავე უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი.

 

 2010 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.  

 

ქრისტინეს აქვს სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება.

2011-2013 წლებში მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადებების რეგისტრაციისა და დოკუმენტაციის გაცემის განყოფილების ასისტენტის პოზიციაზე.

 

 სსიპ იუსტიციის სახლის გახსნის დღიდან 2016 წლამდე გახლდათ თბილისის იუსტიციის სახლის ხანგრძლივი სივრცის ოპერატორი, დაწინაურების შედეგად, 2016 წლიდან დაინიშნა სივრცის კოორდინატორის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა 2018 წლამდე.

 

 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში; კერძოდ, 2014-2015 წლებში გახლდათ სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის მოწვეული ტრენერი, სადაც, ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, მოხალისეობრივი კულტურის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, და კულტურულ შემოქმედებითი ინიციატივების წახალისების გზით დანაშაულის ადრეული პრევენციის ხელშეწყობის  მიზნით,

14-დან 21 წლამდე პირებისათვის ატარებდა ტრეინინგებს.

 

 2015-2016 წლებში გახლდათ სსიპ იუსტიციის სახლის ტრენერი თანამშრომლების სამართლებრივი გადამზადების მიმართულებით.

 

2009 წელს სტაჟირებას გადიოდა საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ში, 2009-2010 წლებში გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტაჟიორი,  2010-2011 წლებში კი სტაჟირებას გადიოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.   

 

 მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებისა და კონფლიქტის მართვის მიზნით,სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრში  გავლილი აქვს  სხვადასხვა ტრეინინგი.

2013 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით გაიარა ტრეინინგ-კურსი.

 

თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამჟამად, ქრისტინე საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის გუნდის წევრია.

INFO@MYADVOKAT.GE032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87