error 186 2018.07.09
კანონპროექტი არასრულწლოვანთა ინტერნეტ–რისკებზე ძალაში შემოდგომიდან შევა

"მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპრექტის განხილვა საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო, ძალაში კი, ის მიმდინარე წლის შემოდგომიდან შევა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ  განაცხადა. 

"ჩვენ ერთი წელია ვმუშაობთ საკითხზე, იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო ვირტუალური სამყარო ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. შედეგად, გამოვყავით ძირითადი რისკები, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები, პორნოსაიტებზე ხელმისაწვდომობა, რისკების შემცველია ქსელური თამაშებიც, პირადი ინფორმაციის დაუცველობაც და ასევე მოზარდების მხრიდან, ყალბი ტრანზაქციების განხორციელება", – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისი თქმით, ონლაინ რისკებისგან თავდასაცავად და უსაფრხთო ინტერნეტ სამყაროს შესაქმნელად, სახელმწიფო არ აწესებს არც კონტროლს და არც ცენზურას, არამედ დაწესდება ვალდებულება პროვაიდერებისთვის, რომ დააყენონ ფილტრები ზიანის შემცველი ინფორმაციებისთვის და ისინი დაბლოკონ მანამ, სანამ არასრულწლოვნებამდე მივა. 

"კანონპროექტის ფარგლებში, ვაჩენთ ვალდებულებას, რომ პროვაიდერებმა მოამზადონ საცნობარო მასალა მშობლებისთვის, მოზარდებისთვისა და პედაგოგებისთვის, თუ როგორ უნდა დაიცვან და რა დაცვის მექანიზმები არსებობს ინტერნეტ-სივრცეში. არასასურველი ინფორმაცია კი, იქნება კოდიფიცირებული და მისი გახსნის საშუალება მხოლოდ მშობელსა და ზრდასრულ ადამიანს ექნება", - აღნიშნა ხუნდაძემ. 

მისი ინფორმაციით, კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესდება სანქციები საქართველოს ბაზარზე მოღვაწე პროვაიდერებისთვის, რომელიც 3–დან 30 ათას ლარამდეა დაწესებული.

 

წყარო: bm.ge

სხვა სიახლეები
12 ივლ

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წლის ბოლომდე?

12 ივლ

ბანკების მიმართ პრეტენზიები 39%-ით გაიზარდა-რა საკითხებზე ჩივიან ყველაზე ხშირად მოქალაქეები?

11 ივლ

იურიდიულ პირებს ელექტრონული შტამპისა და ხელმოწერის მიღება 200 ლარიდან შეეძლებათ

10 ივლ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციების ამოქმედების ვადამ გადაიწია

10 ივლ

ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმების სერვისების კანონპროექტზე მუშაობს

10 ივლ

ოჯახს, სადაც 2 შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს, შესაძლოა, სოციალური შემწეობა მოეხსნას

06 ივლ

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

04 ივლ

რა უნდა ვიცოდეთ ვადაგადაცილებული სესხების შესახებ, რომ მომავალში სესხის აღება არ გაგვირთულდეს?!

04 ივლ

დავით ასათიანი პროკურატურას მიმართავს

02 ივლ

საგადასახაო და საბაჟო კოდექსების ახალი ვარიანტები მზად შემოდგომაზე იქნება