error 121 2018.06.13
ინტელექტუალური საკუთრების დაპატენტების წესში ცვლილება შევიდა

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის N328 დადგენილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასა და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურების საფასურებში. 



დადგენილების მიღების საფუძველი საქართველოს საპატენტო კანონში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებები გახდა, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი დაცვის მოწმობის გაცემის შესაძლებლობის უზრუნველყოფას ისეთი გამოგონების პატენტზე, რომელიც გარდა ფარმაცევტული პროდუქტისა, ასევე ეხება მცენარეთა დაცვის საშუალებებს. 


„ცვლილებები ითვალისწინებს ქმედებების საფასურისთვის რედაქციული ხასიათის ცვლილებებს, მათ შორის გარკვეული საფასურების გაუქმებასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთი საფასურის დაზუსტებას. ამასთან, მოხდა საფასურების დიფერენცირება საქპატენტში მატერიალური სახით შეტანილ განაცხადსა და ელექტრონულ განაცხადს შორის, რაც მეტად წაახალისებს განმცხადებლებს გამოიყენონ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადის წარდგენის ელექტრონული გზა. 



ელექტრონულად შემოტანის შემთხვევაში შესაბამისი დამცავი დოკუმენტების (პატენტი, მოწმობა) გაცემის ჩათვლით საფასურებზე გავრცელდა 20%-იანი შეღავათი”, - განმარტავენ საქპატენტში.

 

სხვა სიახლეები
20 ივნ

ავტომობილებებზე ტექდათვალიერებისას დაფიქსირებული შენიშვნის გამოსწორების ვადა 30 დღეა

19 ივნ

მედიაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება

19 ივნ

პატიმრები სასამართლო სხდომებში მონაწილეობას ციხიდანაც მიიღებენ

19 ივნ

ანტიდემპინგური კანონმდებლობა მალე პარლამენტს წარედგინება

16 ივნ

საბროკერო კომპანიებს დამატებითი რეგულაციები დაუწესდათ

16 ივნ

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 93 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა

16 ივნ

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული წესები მკაცრდება

15 ივნ

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება

15 ივნ

2018 წელს პასუხისმგებლობა 116 ექიმს დაეკისრა

14 ივნ

ორზე მეტი იპოთეკური სესხის აღება შესაძლოა, აიკრძალოს