error 128 2018.06.05
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარი იქნება

სუბიექტისთვის, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება „სესხის გამცემი სუბიექტის“ სტატუსით რეგისტრაცია სავალდებულ ხდება.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, რეგისტრაციას ეროვნული ბანკი განახორციელებს, ხოლო სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელის განაკვეთი 10 000 ლარი იქნება.



შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მოცემული ფორმულირება საზოგადოებაში არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას იწვევს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება იმ ფიზიკურ პირებზე, ე.წ. „მევახშეებზე“, რომლებიც გასცემენ სესხებს პირთა ფართო წრეზე, რაც შინაარსობრივად სამეწარმეო საქმიანობაა.



კანონპროექტით, სესხის გამცემის სუბიექტის ცნება განისაზღვრება, ასევე ფართოვდება ეროვნული ბანკის მანდატი სესხის გამცემი სუბიექტის ზედამხედველობის თვალსაზრისით.

სხვა სიახლეები
20 ივნ

ავტომობილებებზე ტექდათვალიერებისას დაფიქსირებული შენიშვნის გამოსწორების ვადა 30 დღეა

19 ივნ

მედიაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება

19 ივნ

პატიმრები სასამართლო სხდომებში მონაწილეობას ციხიდანაც მიიღებენ

19 ივნ

ანტიდემპინგური კანონმდებლობა მალე პარლამენტს წარედგინება

16 ივნ

საბროკერო კომპანიებს დამატებითი რეგულაციები დაუწესდათ

16 ივნ

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევისთვის 93 ფიზიკური და 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა

16 ივნ

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული წესები მკაცრდება

15 ივნ

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება

15 ივნ

2018 წელს პასუხისმგებლობა 116 ექიმს დაეკისრა

14 ივნ

ორზე მეტი იპოთეკური სესხის აღება შესაძლოა, აიკრძალოს