error 148 2018.05.14
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ მოსამართლეთა განაცხადებს ეცნობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე იმ მოსამართლეების განაცხადების შესახებ ინფორმაციას ეცნობა, რომლებმაც უვადო მოსამართლეობის თაობაზე სურვილი გამოთქვეს და საბჭოში განცხადება შეიტანეს. იუსტიციის უმღლეს საბჭოში განაცხადი 19-მა მოსამართლემ უკვე შეიტანა, ხოლო დღეს ამ ჩამონათვალს კიდევ 10 კანდიდატი დაემატა. საბჭო სწორედ ამ 10 კანდიდატის განაცხადს გაეცნობა. 

იუსტიციის უმღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს შორის არ არიან გახმაურებული საქმის მოსამართლეები.

ამასთან, მისივე განმარტებით, სისტემაში დარჩენილია 18 მოსამართლე, რომელსაც შეუძლია მიმართოს იუსტიცის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების მოთხოვნით. მათ შორის არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ასმათ კოხრეიძე. მათ საბჭოში განაცხადი ჯერჯერობით არ შეუტანიათ.

"სასამართლო სისტემაში ჯამში 78 მოსამართლეა უვადოდ დანიშნული. აქედან 10 მოსამართლეს უარი ეთქვა, როდესაც კონკურსი მიმდინარეობდა. დღეისთვის, ამ 10 მოსამართლის ჩათვლით, რომელიც სხდომაზე განიხილება, 29 მოსამართლეს უკვე წარმოდგენილი აქვს განაცხადი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს მათი უვადოდ გამწესების შესახებ. ამასთან, სისტემაში დარჩენილია 18 მოსამართლე, რომელიც ექვემდებარება უვადოდ გამწესებას იმ ფორმალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის არის ლევან მურუსიძე“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გარდა ამის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს საკითხს, რომელიც ეხება ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლის განაწილების წესს. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პროექტი იქნება წარმოდგენილი.

ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრებს მანამდე, ანუ წინასწარ უნდა პქონოდათ ინფორმაცია, თუ რა საკითხზე იქნება მსჯელობა.
"ჩემთვის ცნობილია მხოლოდ თემის სათაური, რომელიც საზოგადოებისთვისაც ღიაა ვებ-გვერდზე. ეს მნიშვნელოვანი თემებია. როგორც იცით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძისთვისთვის ძალიან დიდი უფლება-მოსილების მინიჭებამ, რომ მას შეუძლია გადაანაწილოს მოსამართლეები, შემადგენლობა განსაზღვრის ვიწრო სპეციალიაზაციებში, რაც ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის უშუალოდ ელექტრონულ განაწილებას. ეს თავისთავად კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს თავმჯდომარის მაღალი უფლებამოსილების მქონე როლს და ზოგადად იმ ინსტიტუტს, რომელიც ძალიან პრობლემატურია. ამიტომ ვფიქრობ, თუ ამ წესში ცვლილება შედის, წინასწარ უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რათა კარგად ვიმსჯელოთ", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

სხვა სიახლეები
18 მაი

ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებს აფართოვებს

17 მაი

პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის საფუძველზეც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება

17 მაი

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოხელე გარკვეული რეგულაციებისგან თავისუფლდება?

15 მაი

სასამართლოს შესაძლოა შემოქმედებთი ნაწარმოების აკრძალვის უფლება მისცენ

15 მაი

სესხის დაფარვის წესი იცვლება

27 აპრ

გამკაცრდება თუ არა მედიკამენტების რეკლამირების წესი?

27 აპრ

„სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების გამოძიება შეფერხებით მიმდინარეობს“

26 აპრ

კომერციულ ბანკებს ჯარიმები ეზრდებათ - რა დარღვევაზე რა ტიპის სანქცია დაეკისრებათ

25 აპრ

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

25 აპრ

ეროვნული ბანკის რეგულაციები საშუალო და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ფინანსებზე წვდომას უზღუდავს