error 151 2018.04.19
ერთი წლის განმავლობაში, 20-მდე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთი წლის განმავლობაში, 20- მდე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქეთევან ცინცაძეს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლეების ვინაობა და განმარტა, რომ დეტალურ ინფორმაციას მაისის ბოლოს გაასაჯაროვებს.

„2017 წლის 15 მარტიდან მოყოლებული 2018 წლის მარტის ჩათვლით არსებობს დაახლოებით 200 საჩივარი. ამ 200 საჩივრიდან 52 საქმესთან დაკავშირებით უკვე მოხდა იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და ამ 52 საქმიდან დაახლოებით, 20 საქმეზე მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს დაფიანსებით ვებ-გვერდზე მუშაობა მიმდინარეობს, ანუ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს ექნება ცალკე, დამოუკიდებელი ვებ-გვერდი, რომლის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, მაისის ბოლოსაა დაგეგმილი. მაისის ბოლოს დეტალურად განხორციელდება იმ ინფორმაციის მოწოდება, ამ ექვსი თვის განმავლობაში, რამდენ საქმეზე, რა გადაცდომებთან დაკავშირებით მოხდა საკითხების მოკვლევა და იუსტიციის საბჭოსთვის გადაცემა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ“, - განაცხადა ცინცაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ამ 20 მოსამართლეს შორის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ინსპექტორი არ აკონკრეტებს.

„ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, პაუხის გაცემის უფლება არ მაქვს, თუ ვინ არიან ის კონკრეტული მოსამართლეები,რომლებზეც დევნა დაიწყო“, - განაცხადა ცინცაძემ.

მან ასევე მოსამართლეთა დისციპლინური დევნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„დისციპლინური დევნა ნიშნავს იმას, რომ დევნა იწყება მოსამართლის მიმართ. მას ჩამოერთმევა ახსნა- განმარტება კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლის უფლებაა მისცემს თუ არა იგი ახსნა-განმარტებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. უკვე შემდგომი ეტაპია იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება 2/3- ით მოსამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით, რომლის შემდგომაც საქმე გადაეცემა სადიციპლინო კოლეგიას", - განაცხადა ცინცაძემ.

სხვა სიახლეები
18 მაი

ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებს აფართოვებს

17 მაი

პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის საფუძველზეც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება

17 მაი

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოხელე გარკვეული რეგულაციებისგან თავისუფლდება?

15 მაი

სასამართლოს შესაძლოა შემოქმედებთი ნაწარმოების აკრძალვის უფლება მისცენ

15 მაი

სესხის დაფარვის წესი იცვლება

14 მაი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეობის მსურველ მოსამართლეთა განაცხადებს ეცნობა

27 აპრ

გამკაცრდება თუ არა მედიკამენტების რეკლამირების წესი?

27 აპრ

„სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების გამოძიება შეფერხებით მიმდინარეობს“

26 აპრ

კომერციულ ბანკებს ჯარიმები ეზრდებათ - რა დარღვევაზე რა ტიპის სანქცია დაეკისრებათ

25 აპრ

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა