error 329 2018.04.13
შრომითი ხელშეკრულებების შემოწმება სავალდებულო ხდება

ჯანდაცვის სამინისტრომ შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის გარდა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ხელშეკრულებების შემოწმება ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 50 კომპანია შემოწმდა, თუმცა როგორც ელზა ჯგერენაია ამბობს, უწყებას დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით ექნება. შრომითი ხელშეკრულებების შემოწმება დღეს დამსაქმებლების ნებაყოფლობით ხდება, თუმცა ჯგერენაიას თქმით, უკვე მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან  შრომითი უფლებების შემოწმება სავალდებულო გახდება.

 

„ეს არის ეტაპობრივი პროცესი. პირველი ეტაპისთვის მაქსიმალური აქცენტი გაკეთდა შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობაზე, შემდგომ ეტაპზე უკვე იგეგმება შრომის უფლებებზე, რაც დადასტურდება საკანონმდებლო პაკეტის მომზადებით. უკვე დაწყებულია  პროცესი და ჩვენი დეპარტამენტი ამუშავებს, ასოცირებით აღებული ვალდებულების ფარგლებში, რომელიც შემდგომ პარლამენტს გადაეცემა. წლის ბოლოს მოხდება განხილვა და აღსრულება დაიწყება ეტაპობრივად მომავალი წლიდან", -აცხადებს ელზა ჯგერენაია.

 

 

წყარო: bm.ge

სხვა სიახლეები
12 ივლ

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წლის ბოლომდე?

12 ივლ

ბანკების მიმართ პრეტენზიები 39%-ით გაიზარდა-რა საკითხებზე ჩივიან ყველაზე ხშირად მოქალაქეები?

11 ივლ

იურიდიულ პირებს ელექტრონული შტამპისა და ხელმოწერის მიღება 200 ლარიდან შეეძლებათ

10 ივლ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციების ამოქმედების ვადამ გადაიწია

10 ივლ

ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმების სერვისების კანონპროექტზე მუშაობს

10 ივლ

ოჯახს, სადაც 2 შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს, შესაძლოა, სოციალური შემწეობა მოეხსნას

09 ივლ

კანონპროექტი არასრულწლოვანთა ინტერნეტ–რისკებზე ძალაში შემოდგომიდან შევა

06 ივლ

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

04 ივლ

რა უნდა ვიცოდეთ ვადაგადაცილებული სესხების შესახებ, რომ მომავალში სესხის აღება არ გაგვირთულდეს?!

04 ივლ

დავით ასათიანი პროკურატურას მიმართავს