error 251 2018.04.05
სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე სასამართლომ პატიმრობა მხოლოდ 3 ფაქტზე გამოიყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 47 და დაშავდა 106 ადამიანი. ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. 
„შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ, 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში კი გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, აქედან სისხლისსამართლებრივი დევნა 13 შემთხვევაშია დაწყებული. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევებზე დროული და ეფექტური გამოძიების წარმოების აუცილებლობას,“-აღნიშნულია ანგარიშში.



 ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საინტერესო მონაცემები გამოიკვეთა საქალაქო და რაიონული სასამართლოებიდან გამოთხოვილი საბოლოო გადაწყვეტილებების შესწავლის შედეგად.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა. 

„არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი კიდევ 20 საქმეზე დადგა. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე, საპროცესო შეთანხმების დადებით დასრულდა. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, დაუბრუნდა რაიონულ პროკურატურას. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს.

საყურადღებოა, რომ მსგავსი შემთხვევებისას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, საჭიროა სახეზე იყოს სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ ნორმების დაცვა ევალებოდა. სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ, ხშირ შემთხვევაში, შესაბამისი წესები მოიპოვება მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის 1992 წლამდე მოქმედ და შემდგომ პერიოდში მოდიფიცირებულ სამშენებლო ნორმებში ან პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება ცალკეულ დამსაქმებელთა მიერ შედგენილი შიდა დოკუმენტაციის საფუძველზე, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, პრაქტიკული საქმიანობისას სირთულეებს წარმოშობს. 

სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ შრომის უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებში, გარკვეულ შემთხვევებში, პასუხისმგებელ პირად მოიაზრება სამუშაოს უშუალოდ შემსრულებელი, იშვიათ შემთხვევებში - სამუშაოს დამკვეთი ან სამშენებლო კომპანიის/საწარმოს დირექტორი, უმეტეს შემთხვევაში კი - სამუშაოთა მწარმოებელი. ამასთან, ამ უკანასკნელის იდენტიფიცირება ყოველთვის ვერ ხერხდება,“-აღნიშნულია ანგარიშში.

სხვა სიახლეები
12 ივლ

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წლის ბოლომდე?

12 ივლ

ბანკების მიმართ პრეტენზიები 39%-ით გაიზარდა-რა საკითხებზე ჩივიან ყველაზე ხშირად მოქალაქეები?

11 ივლ

იურიდიულ პირებს ელექტრონული შტამპისა და ხელმოწერის მიღება 200 ლარიდან შეეძლებათ

10 ივლ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციების ამოქმედების ვადამ გადაიწია

10 ივლ

ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმების სერვისების კანონპროექტზე მუშაობს

10 ივლ

ოჯახს, სადაც 2 შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს, შესაძლოა, სოციალური შემწეობა მოეხსნას

09 ივლ

კანონპროექტი არასრულწლოვანთა ინტერნეტ–რისკებზე ძალაში შემოდგომიდან შევა

06 ივლ

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

04 ივლ

რა უნდა ვიცოდეთ ვადაგადაცილებული სესხების შესახებ, რომ მომავალში სესხის აღება არ გაგვირთულდეს?!

04 ივლ

დავით ასათიანი პროკურატურას მიმართავს