error 284 2018.04.03
2013 წლიდან დღემდე პრეზიდენტის შეწყალება 3 655 მსჯავრდებულს შეეხო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე 3655 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

სააგენტოს მიერ გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, სულ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შეწყალებულია 1645 მსჯავრდებული. განსაკუთრებით მძიმე დანაშაული 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

• 2013 წელს - 71;
• 2014 წელს - 787;
• 2015 წელს -1006;
• 2016 წელს - 834;
• 2017 წელს - 840;
• 2018 წლის განმავლობაში - 117.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისათვის შეწყალებულია - 1812 მსჯავრდებული.
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - 296;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილი – 16;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი – 727;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი - 734;
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი - 39.

 

სხვა სიახლეები
12 ივლ

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წლის ბოლომდე?

12 ივლ

ბანკების მიმართ პრეტენზიები 39%-ით გაიზარდა-რა საკითხებზე ჩივიან ყველაზე ხშირად მოქალაქეები?

11 ივლ

იურიდიულ პირებს ელექტრონული შტამპისა და ხელმოწერის მიღება 200 ლარიდან შეეძლებათ

10 ივლ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის გარკვეული რეგულაციების ამოქმედების ვადამ გადაიწია

10 ივლ

ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმების სერვისების კანონპროექტზე მუშაობს

10 ივლ

ოჯახს, სადაც 2 შრომისუნარიანი პირი ცხოვრობს, შესაძლოა, სოციალური შემწეობა მოეხსნას

09 ივლ

კანონპროექტი არასრულწლოვანთა ინტერნეტ–რისკებზე ძალაში შემოდგომიდან შევა

06 ივლ

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

04 ივლ

რა უნდა ვიცოდეთ ვადაგადაცილებული სესხების შესახებ, რომ მომავალში სესხის აღება არ გაგვირთულდეს?!

04 ივლ

დავით ასათიანი პროკურატურას მიმართავს